მდინარე ენგურში ჩავარდნილი 3 წლის ბავშვის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს
ანაკლიაში 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გუშინ, გვიან ღამით მცირეწლოვანი მდინარე ენგურში ჩავარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი წყლიდან მაშინვე ამოიყვანეს, თუმცა, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
ბავშვი ზუგდიდის კლინიკაში პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, საჭირო გახდა მისი ბათუმში გადაყვანა, თუმცა, ბათუმის იაშვილის კლინიკაში ექიმებმა, სამწუხაროდ, მცირეწლოვნის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.