იტალიაში ქომაგებმა საყვარელი გუნდის წაგების გამო მეტოქის სტადიონი მთლიანად დაწვეს (ვიდეო)

იტალიაში ქომაგებმა საყვარელი გუნდის წაგების გამო მეტოქის სტადიონი მთლიანად დაწვეს.​

C ჯგუფის პირველ ტურში სტადიონი “ტარანტო”, რომელზეც ამავე სახელწოდების გუნდი თამაშობს, მასპინძლობდა “ფოჯას”.

როდესაც სტუმრებმა მათ ორი გოლი გაუტანეს, გულშემატკივრებმა სკამების აყრა და მოედანზე სროლა დაიწყეს.

ამის მერე ცეცხლი წაუკიდეს ყველა ნაგავს. შედეგად, ცეცხლმა მალევე მოიცვა სხვა სექტორების ტრიბუნები და რამდენიმე წუთში მთლიანად მოედო 27,5-ათასიან სტადიონს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები