კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 35 წლის მეხანძრე-მაშველი, ბექა ჯანიაშვილი თანასოფლელმა, 89 წლის მამაკაცმა იარაღიდან გასროლით მოკლა.
“სროლის ხმაზე გამოვედი, შვილო, ბექა, ხომ არ გესროლა-მეთქი, გავიქეცი და უკვე პულსი არ ესინჯებოდა. მიწის გამო მომიკლა შვილი, ეს რა გამიკეთა. რა მეშველება, მეორე შვილი დავკარგე”, – ამბობს მოკლულის მამა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება. მათივე თქმით, პრობლემა მეზობლებს შორის ბოლო რამდენიმე თვეა, გამწვავდა. სავარაუდო დამნაშავე, ხანდაზმული მამაკაცი, დაკავებულია. მიმდინარეობს ძიება.