კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლიან. სიღნაღში, ახმეტასა და თელავში დაზიანებული სახლების აღრიცხვა გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, სტიქიამ ორ მუნიციპალიტეტში 150-მდე საცხოვრებელ სახლს, სახურავი მთლიანად ან ნაწილობრივ გადახადა.
დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა თელავის მუნიციპალიტეტის მერი და ვითარებას ადგილზე გაეცნო. ლევან ანდრიაშვილის თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ, გადახურვის სამუშაოები აქტიურად დაიწყება. 2 სექტემბერს ძლიერმა სტიქიამ კახეთის ხუთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. დაისეტყვა ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი მილები და ავტომობილები, დაიხოცა შინაური ფრინველი.