შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს – სერგი ხიდეშელი

“ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქეა ნაპოვნი, 29 მოქალაქეა იდენტიფიცირებული და 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს ონის მერმა სერგი ხიდეშელმა განუცხადა.

„მოგეხსენებათ, საძიებო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი უწყება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შსს, თავდაცვის ძალები, „წითელი ჯვარი“. მინდა თითოეულ მათგანს ამ თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ონის მერმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები