რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში საძიებო სამუშაოები მდინარეების – რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
მისივე განცხადებით, ამ დროისთვის სულ ნაპოვნია 31 ცხედარი, მათგან 28 იდენტიფიცირებულია, სამი მოქალაქის ცხედრის იდენტიფიცირების პასუხს ელოდებიან, მაშველები კი ორ დაკარგულს ეძებენ.
„სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, ასევე – გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე. პრევენციის მიზნით, თვითონ გლოლის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახის აუზის შენაკადების კალაპოტების წმენდა ხდება. ამასთან, აღდგენილია წყალმომარაგების სისტემა სოფელ გლოლაში“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.