“თუ გიყვარს შენი საქმე და გულით აკეთებ მას, შეუძლებელი არაფერია” – უსინათლო 25 წლის ნიკოლოზ წიკლაური, რომელიც იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრში მუშაობს

25 წლის ნიკოლოზ წიკლაური, რომელიც უსინათლოა – უკვე სამი წელია, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრში მუშაობს.

მისი თქმით, ის კომპიუტერულ პროგრამებსაც წერს, რომლებიც საშუალებას აძლევს, შესაძლებლობების მაქსიმუმი განსაზღვროს.

როგორც ნიკოლოზი ამბობს, იუსტიციის სახლი შესაძლებლობას აძლევს, რომ ეს პროგრამები სამუშაო პროცესში დანერგოს და შედეგად სამუშაო სივრცე უფრო ადაპტირებული და მორგებული გაიხადოს.

“უკვე სამი წელია, რაც ვმუშაობ იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრში. მოსვლის დღიდან იუსტიციის სახლმა ფართოდ გამიღო მისი კარი და მომცა შესაძლებლობა, რომ გავმხდარიყავი მისი ძლიერი და ღირსეული გუნდის წევრი.

მე ასევე ვარ პროგრამისტი. ვწერ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც საშუალებას მაძლევს, განვსაზღვრო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. იუსტიციის სახლი მაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს პროგრამები დავნერგო სამუშაო პროცესში და შედეგად ჩემი სამუშაო სივრცე გავხადო უფრო ადაპტირებული და მორგებული ჩემზე.

თუ გიყვარს შენი საქმე და შენს საქმეს გულით აკეთებ, შეუძლებელი არაფერია”,- ამბობს ნიკოლოზ წიკლაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები