საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ავარიას უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მანავთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბაკურციხიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მოცურების შედეგად ჯერ მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გაერთიანებული ემირატების მოქალაქე, 32 წლის ქალი და დაშავდა 7 მგზავრი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.