ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფარგლებში, მთა თეთრობის მოსახლეობას შეხვდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი – ვახტანგ ბერიძე, მოსახლეობასთან კომუნიკაციის ფარგლებში, მთა თეთრობის მოსახლეობას შეხვდა, – ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი ადგილზე გაეცნო მოიალაღეების საჭიროებებს, მოსახლეობისგან პირადად მოისმინა მთებში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს მთა თეთრობში უკვე დასრულდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, მოხდა ძველი, ხის, ელექტროგადამცემი ბოძების, ახალი, რკინის კონსტრუქციის ბოძებით ჩანაცვლება, 10 კვ-იანი ხაზის რეაბილიტაცია და ახალი, 04 კვ-იანი ელექტოგაყვანილობით, შიდა ქსელის დაქსელვა. განახლებული ინფრასტრუქტურით, ჯამურად, 120-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, 171 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მთებში აქტიურად მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ქსელის და გზების მოწესრიგება, წყლის პრობლემების მოგვარება, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. მსგავსი ღონისძიებები მომავალ წლებშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა მთას მოიცავს.

მთა თეთრობში მოსახლეობასთან შეხვედრებს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები