ოკუპანტებმა კრივოი როგი დაბომბეს – დაზიანებულია 20-მდე სახლი და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

რუსმა ოკუპანტებმა კრივოი როგი დაბომბეს, რის შედეგად ქალაქში ელექტრომომარაგებაა შეფერხებული, ასევე, დაზიანდა 20-მდე სახლი.

ამის შესახებ ტელეგრამში დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

სინელნიკოვსკის რაიონის ტერიტორიაზე გვიან ღამით რუსეთის არმიამ დრონი გამოიყენა. დაზიანდა კერძო საწარმო, რასაც ხანძარი მოჰყვა, დაშავებულები არ არიან.

კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ვილკულმა ტელეგრამში ასევე დაწერა, რომ იერიშის შედეგად დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები