“არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მუდმივად დამაკმაყოფილებელი კრიმინოგენული ვითარება“

     არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მუდმივად დამაკმაყოფილებელი კრიმინოგენული ვითარება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა “მაესტროს“ ეთერში ჩართვისას, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარების შეფასებისას განცხადა. მინისტრის თქმით, დანაშაულთან უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით, სახელმწიფომ სამართალდამცავ სტრუქტურებს მაქსიმალური მობილიზება უნდა გაუკეთოს.
“როდესაც არსებობს პრობლემა ამ პრობლემის გადაჭრის გზები უნდა მოვძებნოთ. არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მუდმივად დამაკმაყოფილებელი კრიმინოგენული ვითარება. სამწუხაროდ, დანაშაული ხდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად ორიენტირებული იმაზე, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ, მათი მუშაობა გავაეფექტუროთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავეხმაროთ იმით, რომ მეტი რესურსი გამოვუყოთ საკუთარი ფუნქციების ხელშესაწყობად. დარწმუნებული ვარ, რომ კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვყავს ამ ამოცანას თავს გაართმევენ“, – განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე – არის თუ არა გაუარესებული ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის სტატისტიკას არ იცნობს, თუმცა მისი თქმით, “ფაქტი ის არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან მძიმე დანაშაულებები მოხდა და ამაზე საჭიროა რეაგირება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები