“შვიდი წელი გავიდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დაარსებიდან” – საპატრიარქო
“შვიდი წელი გავიდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დაარსებიდან”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
ამავე ინფორმაციით, 2019 წლის 13 ივნისს, ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ამ სამსახურმა მაშინდელი პრესცენტრი შეცვალა.
„რაც დრო გადის, რთულდება ცხოვრება და თქვენი დახმარება აუცილებელია“, – ბრძანა მაშინ უწმინდესმა. ამავე სულისკვეთებას გამოხატავს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, შიო III-ის მოწოდებაც: „დღეს ის დროა, როდესაც ჩვენივე ტაძრებიდან გავიდეთ, აქტიურად დავიწყოთ ქადაგება და ეს მისიონერობა გავაძლიეროთ“. ეს სიტყვები ჩვენი სამსახურის ერთგვარ სამოქმედო დევიზად იქცა.
მას შემდეგ ორი პატრიარქის მიერ შექმნილი სამსახური ცდილობს, ერთგულად ემსახუროს რწმენასა და ხალხს, ღირსეულად გაართვას თავი მასზე დაკისრებულ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს და ერთგვარ ხიდად იქცეს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის”, – წერია ინფორმაციაში