შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის 14 წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 14 წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებული დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
შსს-ს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ციფრული ექსპერტიზის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის პრევენციის, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების სამართალდაცვით საქმიანობაში გამოყენების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნენ.
“დელეგაცია ასევე ეწვია ქალაქ შენიანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს, სადაც გაეცნო მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის კონტროლის მართვის პრაქტიკას.
სასწავლო ვიზიტი საქართველო-ჩინეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა”, – წერია ინფორმაციაში.