გურჯაანში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილია დედ-მამა და მათი 4 წლის ბავშვი. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი, რომელიც 7 წლისაა საავადმყოფოშია მოთავსებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები