ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.