მთავრობის კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რომლებიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ორივე მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, მოქალაქეები კანცელარიის შენობასთან 21:00 საათზე შეიკრიბნენ და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვდნენ. ამასთან, ისინი შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითხოვდნენ.