რუსთავის ერთ-ერთ საწარმოში მუშა დაიღუპა
რუსთავში, ქიმიურ საწარმო შპს “ემენ ქემიკალ ჯორჯიაში” უბედური შემთხვევა მოხდა. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს 50 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი კაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.