ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ფეხისა და ხელის არეში აქვს მიყენებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.