მოსამართლემ ბათუმში, 31 ივლისს პოლიციის მიერ დაკავებული 16 პირი სამართალდამრღვევად ცნო
“კვირას” ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა ბათუმში, 31 ივლისს გამართული აქციის დროს პოლიციის მიერ დაკავებული 16 პირი საქმე.
ამავე ცნობით, მოსამართლემ ყველა მათგანი სამართალდამრღვევად ცნო. 16-ვე პირს 2000-3500 ლარამდე ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დაევალა.