რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ფონიჭალის მონაკვეთზე, ერთმანეთს “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 19 წლის ბიჭი, ავტომობილიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები