ქუთაისში, 5 დღის გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ფაქტს შვილი მალავდა

ქუთაისში, ხუთი დღის განმავლობაში გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად მცხოვრებმა შვილმა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, ფაქტი დამალა და მეზობლებს უთხრა, რომ დედა სოფელში იყო წასული.

ქალის გაუჩინარების შესახებ გარდაცვლილის მეორე შვილმა, რომელიც სხვა მისამართზე ცხოვრობდა, 112-ში განაცხადა, რის შემდეგაც მაშველები ბინაში შევიდნენ და ცხედარი იპოვეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები