„სპეციალისტების განცხადებით, მდინარე ტებენეს ხეობაში საფრთხის დონე დაბალია“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყრულ უბანთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნას უახლოეს დღეებში გაავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ მეწყრულ უბანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს და აღნიშნეს, რომ ხეობაში საფრთხის დონე დაბალია.

მათივე ცნობით, მიზეზებთან დაკავშირებულ შესაბამის დასკვნას გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს. სპეციალისტების განცხადებით, მდინარე ტებენეს ხეობაში საფრთხის დონე დაბალია.

მიზეზებთან დაკავშირებულ შესაბამის დასკვნას გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

რაც შეეხება ტობავარჩხილის ტბისკენ მისასვლელ გზას, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების შეფასების საფუძველზე შესაბამისი დასკვნა მომზადდება და გავრცელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები