ნუცა ლომაძე – ნიკოლოზ რაჭველზე: პატიობს პატიმარ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანს, ბუტას, ვაზაგაშვილს, სერგო თეთრაძეს, შავაძეს, ომის წაგებას, 7 ნოემბერს – ახლა ვერ პატიობს, თურმე სახელმწიფო სტრუქტურებმა შეატოვა ხალხი სტიქიას, თურმე არ ქნეს საკმარისი

ვინმე რაჭველი, რომელიც პატიობს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, სანდრო გირგვლიანს, ბუტას, ვაზაგაშვილს, სერგო თეთრაძეს, შავაძეს, ომის წაგებას, ბიუჯეტის გაფლანგვას, პატიობს 7 ნოემბერს, 26 მაისს, ციხის ბუნტს, 150 ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, ახლა ვერ პატიობს! თურმე სახელმწიფო სტრუქტურებმა შეატოვა ხალხი სტიქიას, თურმე არ ქნეს საკმარისი, – ამის შესახებ ახალი კონსერვატიული გაერთიანების –  „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრი ნუცა ლომაძე სოციალურ ქსელში დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმაურება.

როგორც ლომაძე აღნიშნავს, ნიკოლოზ რაჭველი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის პირად დირიჟორად დარჩება.

„თავს ვიკავებდი ქვეყნისთვის ამ მძიმე, საყოველთაო გლოვის დღეს, რაიმე სტატუსი დამეწერა, მითუმეტეს ვინმე კონკრეტულ ადამიანზე.

მაგრამ არის ასეთი დირიჟორი, სხვისი მუსიკის (დაუკითხავად) არანჟირების ოსტატი, სახელად ნიკოლოზ რაჭველი…

დავიწყოთ იმით, რომ იყო კარგი მუსიკოსი არ ნიშნავს იყო კარგი ადამიანი. ფაშისტურ გერმანიაში იყო უამრავი ცნობილი ხელოვანი, მაგრამ ისტორიაში შევიდნენ როგორც ფაშიზმის და ჰიტლერის მეხოტბეები, ასევე ხდებოდა საბჭოთა კავშირშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ დროშიც არიან ესეთი ადამიანები, მაგალითად ვინმე რაჭველი, რომელიც პატიობს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, სანდრო გირგვლიანს, ბუტას, ვაზაგაშვილს, სერგო თეთრაძეს, შავაძეს, ომის წაგებას, ბიუჯეტის გაფლანგვას, პატიობს 7 ნოემბერს, 26 მაისს, ციხის ბუნტს, 150 ადამიანის სიცოცხლის მოსპობას…..

მას ეს საერთოდ არ ანაღვლებდა. მაშინ ის ხომ სააკაშვილის კარზე დირიჟორობდა.

ახლაც დირიჟორობს ამ დროის კარზე, (ფინანსდება და კარგ ანაზღაურებასაც იღებს, თითქმის ყველა კონცერტზე მისი  ფიგურა დირიჟორობს) მაგრამ შეშფოთებულია და ვერ პატიობს!

ახლა ვერ პატიობს!

თურმე სახელმწიფო სტრუქტურებმა შეატოვა ხალხი სტიქიას, თურმე არ ქნეს საკმარისი…..

ეს ვინმე რაჭველის პირადი მოსაზრებაა, როგორც პროფესიონალი მაშველის მიხეილ სააკაშვილის კარზე!

მაშინ საკმარისად კეთდებოდა და ისიც პატიობდა სააკაშვილის რეჟიმს.

მაშინ არ შეიმჩნია, ვერ დაინახა, არ ესმოდა, ვერ ხედავდა.

ირინა ენუქიძის სულის შემძვრელი ღრიალი ვერ გაიგო, მაშინ ის ხომ ტირანის კარზე დირიჟორობდა!

ახლაც დირიჟორობს, მაგრამ ახლა აღარ გვაპატიებს, ჩვენ, ვინც მაშინაც და ახლაც ადამიანებად ვრჩებოდით და ვრჩებით, ის კი დარჩება ყოველთვის სააკაშვილის პირად დირიჟორად!

ჩვენც გვაქვს უფლება გვახსოვდეს მისი ეს სტატუსი და არ ვაპატიოთ გულგრილობა სისტემის დანაშაულების დროს!

მადლობა ყურადღებისთვის“, – განაცხადა ნუცა ლომაძემ.

ცნობისთვის, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი შოვში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ ვერასდროს ვერავის აპატიებს სტიქიის პირველ ღამეს უმოქმედობას და გარიჟრაჟის ლოდინს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები