გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფული წაიღო. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები