პოლიციამ ბათუმში თაღლითობის მუხლით ერთი პირის მიმართ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირის მიმართ, რომელსაც არაერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში თაღლითობაში ადანაშაულებს, გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ბინების გაქირავების სანაცვლოდ თანხას წინასწარ არიცხვინებდა, შემდეგ კი კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.
ის, რომ უწყება საქმეს თაღლითობის მუხლით იძიებს, “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.