ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„მინდა, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და რა თქმა უნდა, მთელი ერი არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.