რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ტყეში გადაღებული ვითარების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ირკვევა, ვიდეოში დაფიქსირებული ყველა პირი უსაფრთხო ადგილას, ცოცხალი და უვნებელია გადაყვანილი.
„ეს არის გუშინდელი მდგომარეობა შოვის ტყეში (ბოდიშს გიხდით დაგვიანებისა და ხარისხისთვის, მაგრამ დამიჯერეთ, იქ მეტის საშუალება არც იყო). ვინც აქ ვიყავით, ყველა დღეს დილით გადმოგვიყვანეს ონში. იქნებ, ვინმე ამოიცნოთ, ვისაც ეძებთ. სამწუხაროდ, გვარები არ ვიცი იქ მყოფების, რომ მივაწერო… უფალი ფარავდეს ყველას, ვისაც ეძებენ და არაფერია ცნობილი“, – წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.