თბილისში, კიევის ქუჩაზე სროლა იყო.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 19,108-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.