პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ვისკის მოპარვისთვის დააკავეს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს მაღაზიიდან ორი ბოთლი ვისკის მოპარვასა და დაცვის თანამშრომლის ცემაში ადანაშაულებენ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა ქურდობის მცდელობა დააფიქსირა, რის შემდეგაც 32 წლის, საქართველოს მოქალაქემ მას დაარტყა, დაცვის თანამშრომელი დაეცა, თავდამსხმელი კი მის ცემას ფეხით აგრძელებდა.
მეორე დღეს პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა შეეფარდა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.