„თავდამსხმელმა ორჯერ ესროლა და მძიმე დაზიანებები მიაყენა“ – რას ამბობენ თვითმხილველები „ლილოს“ ბაზრობაზე მომხდარ დაჭრის ფაქტის შესახებ

“ლილოს” ბაზრობაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ვრცელდება.

მამაკაცს, რომელიც ბაზრობაზე მუშაობდა, დაზიანებები თავისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი „ჯეო ჰოსპიტალშია” გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელმა მას ორჯერ ესროლა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, თავდასხმის ფაქტი მას შემდეგ განხორციელდა, რაც თავდამსხმელმა მამაკაცს სასაუბროდ გარეთ გასვლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. რაც შეეხება მოტივს, მოვაჭრეებს მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები