რაჭაში, შოვში – სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, დამსვენებლები შველას ითხოვენ.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები შესაბამის კადრებს ავრცელებენ. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, ადგილზე სამაშველო სამსახურს ელოდებიან.
“სრულიად ჩახერგილია გზა. გვეუბნებიან რომ მოდის სამაშველო ვერტმფრენი. ჯერჯერობით, ცოცხლები ვართ, ველოდებით სამაშველო სამსახურს”, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე შემთხვევის ადგილიდან.
ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა რამდენიმე წუთის წინ ჩამოიშალა.
ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, შოვში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები მიემგზავრებიან.
მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
“კვირა” დეტალებს შესაბამის უწყებებში არკვევს.