ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩავიდა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ალმატის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერმინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

“ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე -,ერმუხამბეტ კონუსპაევი, ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი -,ალიშერ აბდიკადიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში – მალიკ მურზალინი და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ნიკოლოზ ლალიაშვილი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები