ირაკლი ალასანია პოლონელ კოლეგას შეხვდა
უელსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლონელ კოლეგასთან ტომაზ სიმონიაკთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა ნატოს სამიტი და „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მნიშვნელობა იყო, რომელსაც საქართველო სამიტის შედეგად მიიღებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ნატოს სამიტის შედეგად მიღებული პაკეტის იმპლემენტაციაში გაუწევს დახმარებას. კოლეგებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Kxr9modi42o&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]