ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ საპროტესტო აქციით დახვდნენ.
პორტთან აქციას მართავენ რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ადგილზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
მოქალაქეებმა შეკრება გვიან ღამით დაიწყეს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. მოწყობილია რკინის ჯებირები.