მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და ისინი მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.