ჩინეთში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშები ოფიციალურად გაიხსნა (ვიდეო)

აი, ასეთი შთამბეჭდავი სტარტი აიღო ჩინეთში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებმა.

ცერემონიალი გრანდიოზული ფოიერვერკისა და ულამაზესი წარმოდგენის ფონზე გაიხსნა, რომელსაც მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.

მაღალი დონის სტუმრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პირადად უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ წელს ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, 40 ქართველი სტუდენტია წარმოდგენილი. სპორტსმენები ძიუდოში, წყალბურთში, წყალში ხტომასა და ცურვაში იასპარეზებენ.

დამსწრე საზოგადოება ქართველი სტუდენტების გამოსვლას ოვაციებით შეხვდა, რაც ქართული დელეგაციისთვის განსაკუთრებით საამაყო იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები