ბაღდათის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში სახლი დაიწვა. დოღაძეების საცხოვრებელი სახლი ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი სამსახური განიხილავს.

მერიის ინფორმაციით, დოღაძეების ოჯახს ყველა იმ სერვისის ფარგლებში გაეწევა დახმარება, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ხანძრით დაზარალებული მოქალაქეებისთვის აქვს განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები