დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძე აირჩიეს
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძე 11 ხმით აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასამართლოს გუშაგი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქადაგიძის კანდიდატურას მხარი დამსწრე ყველა წევრმა დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე და მოსამართლე წევრი, თემურ გოგოხია.
შოთა ქადაგიძე 2017-2021 წლებში იყო პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა ინსპექტორმა, ზურაბ აზნაურაშვილმა მიმდინარე წლის ივნისში საბჭოს გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.