ვაკის პარკის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ვაკის პარკის საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, სხდომაზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
საუბარია ექსპერტიზის დასკვნებზე, მიმოწერებზე, შეთანხმებებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტებზე.
ცნობისთვის, დაკავებულებს გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.