ქარელის მუნიციპალიტეტში, ქვენატკოცაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცაში 4 მონაკვეთზე შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. სულ დაიგო 1,5 კმ გზის საფარი.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სამუშაოებს ასრულებდა შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”.