7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი შედგება, თუმცა, არ არის გამორიცხული, საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს. მიზეზი ერთ-ერთი მოსამართლის შეცვლაა. ლიანა ორკოდაშვილი, რომელიც პროცესში მისი დაწყების დღიდან იყო ჩართული, პენსიაზე გავიდა.
დაიწყება თუ არა 7 ნოემბრის ეპიზოდზე მსჯელობა თავიდან – სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.
ამ კონკრეტულ საკითხზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად 2014 წელს წარედგინა.