ხონში, სოფელ ჯიხაიშში მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 63 წლის კაცი მეზობელმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.