საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 6 თვეში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა  სახელმწიფო საკუთრებაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები