თბილისში, მეტრო „ვარკეთილთან“ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა. დაჭრილი მამაკაცი კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.