მონტენეგროში ე.წ. კანონიერი ქურდი, ჟორა “თბილისკი” დააკავეს

მონტენეგროს პოლიციამ ქალაქ ტივატის აეროპორტში რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც საერთაშორისო ძებნაში ჰყავდა გამოცხადებული.

PrimeCrime წერს, რომ დაკავებული პირი -59 წლის გიორგი მანუკიანია, იგივე ჟორა “თბილისკი”.

„გ.მ.-ს 1993 წლიდან უწყვეტად ეკავა უმაღლესი პოზიცია კრასნოდარის ტერიტორიის კრიმინალურ იერარქიაში და იყენებდა თავის მდგომარეობას კრიმინალურ სივრცეში, ავტორიტეტსა და გავლენას კრიმინალური ქმედებების ორგანიზებისთვის, წარმართვისა და მართვისთვის“, – აცხადებენ პოლიციაში.

დაკავება 13 ივლისს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები