ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში, სამცვერას ჩანჩქერთან მაშველები მუშაობენ. მყვინთავები მეორე დღეა, 18 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც ჩანჩქერში გადახტა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. სამაშველო სამუშაოები გუშინ ღამით შეწყდა, დილიდან კი ისევ განახლდა. ახალგაზრდა ბიჭი ზესტაფონის მკვიდრია.