თბილისში, კახეთის გზატკეცილზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.