ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბებიის მეურვეობის ქვეშ ცხოვრობდა, კაცი კი საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.
არსებული ინფორმაციით, მამა და ბებია ალკოჰოლდამოკიდებულები იყვნენ და სავარაუდოდ ნარკოტიკსაც მოიხმარდნენ.
მომხდარის შესახებ მოზარდმა მეგობარს უამბო, რომელმაც პოლიციას მიმართა. 13 წლის გოგო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
მოზარდი წლების წინ დედამ მიატოვა. ის სამი წელი არასამთავრობო დღის ცენტრის ბენეფიციარი იყო და ცენტრი რამდენიმე თვის წინ დატოვა, თუმცა, სახელმწიფო სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.