სასწრაფოდ: უბედური შემთხვევა შეიარაღებულ ძალებში – ჯარისკაცს ჯარისკაცი შემოაკვდა
წუხელ, გვიან ღამით საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილში უბედური შემთხვევა მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა, ტყვია იქვე მდგომ სამხედროს მოხვდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
„კვირას“ აღნიშნული ფაქტი თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთში გავრცელდება.