კახეთში შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა მამას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა.